სამედიცინო სფეროში მიმდინარე სიახლეები, ყველაფერი
ჯანდაცვის, დაავადებების მართვის, მკურნალობის მეთოდების,
ახალი ტექნოლოგიების, ინოვაციების, წამლების და
ლაბორატორიული ექსპერიმენტების შესახებ.
ყოველ დღე 15:00 საათზე.
უახლესი და გადამოწმებული ინფორმაცია ქართული და უცხოური მედიცინის შესახებ.
ბავშვთა და მოზარდთა ჯანმრთელობასა და განვითარებაზე ორიენტირებული საკითხები, რომლებსაც პროფესიონალი პედიატრები განიხილავენ. აუდიტორიის მიერ შერჩეული აქტუალური თემები, ინტერაქტიული საგანმანათლებლო მუშაობა მშობლებთან ბავშვთა ჯანსაღი კვებისა და ცხოვრების წესის შესახებ გადაცემაში „FM პედიატრი“.
ყოველ ორშაბათს, 18:00 საათზე. განმეორებით, სამშაბათს 12 საათზე.
ჩაეწერეთ FM კონსულტაციაზე თქვენს პედიატრთან, ტალღაზე FM 90.8
გადაცემა ესთეტიკური მედიცინის, პლასტიკური ქირურგიის და თავის მოვლის პროცედურების შესახებ. რჩევები მათთვის, ვისაც უყვარს საკუთარ თავზე ზრუნვა, აინტერესებს სხეულისა და თავის მოვლა, სპორტი და ცხოვრების ჯანსაღი წესი.
ცნობილი პლასტიკური ქირურგები, ექიმები და სპეციალისტები, გადაცემაში „სილამაზე და ჯანმრთელობა“, საუბრობენ დაავადებებზე, მათ პრევენციაზე, სპორტულ აქტივობებზე, ცხოვრების ჯანსაღი წესის დადებით ზეგავლენაზე ჩვენს ორგანიზმზე, ფსიქიკასა და განწყობაზე.
ყოველ ოთხშაბათს, 18:00 საათზე. განმეორებით, ხუთშაბათს 12 საათზე.
იზრუნე საკუთარ თავზე, ტალღაზე FM 90.8.
აუდიტორიის მიერ შერჩეული ყველაზე აქტუალური იურიდიული საკითხები, საინტერესო შემთხვევები და კონსულტაცია პროფესიონალებთან.
მოისმინეთ სამართლებრივი რჩევები ადვოკატ ვახტანგ მაჭავარიანისგან თქვენთვის საინტერესო თემებზე.
ყოველ ხუთშაბათს 18:00 საათზე, განმეორებით პარასკევს 12 საათზე. უსმინეთ LIFE FM - ზე გადაცემას „სამართლის საათი“.
გაიგეთ მეტი თქვენი უფლებების შესახებ ტალღაზე FM 90.8.
გაეცანით საქართველოში არსებულ ფსიქო-სოციალურ და სამედიცინო სარეაბილიტაციო პროგრამებს, მოისმინეთ წამყვანი სპეციალისტების რჩევები.
გაიგეთ მეტი თანამედროვე სარეაბილიტაციო სერვისების შესახებ!
ყოველ პარასკევს 18:00 სთ-ზე. განმეორებით შაბათს 12 საათზე. უსმინეთ LIFE FM-ზე გადაცემას „რეაბილიტაცია დღეს“.
ის თქვენთვის აქტუალურ საკითხებზე იმუშავებს. FM 90.8.