ჩვენ შესახებ

სანდო სამედიცინო საინფორმაციო წყარო საქართველოში

LIFE FM, რომელიც მაუწყებლობს ტალღაზე FM 90.8, ფოკუსირდება თემებზე, როგორიცაა ჯანდაცვა, მედიცინა, ცხოვრების ჯანსაღი წესი და ინოვაციები ჯანდაცვის სფეროში.

რადიო LIFE FM-ის მიზანია სანდო სამედიცინო საინფორმაციო წყაროს შექმნა, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და საქართველოში პირველი ვიზუალური რადიოს დანერგვა.

ასევე, ინფორმაციის გავრცელება დაავადებათა ეფექტური პრევენციის, იდენტიფიკაციისა და მართვის, ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში არსებული სახელმწიფო პროგრამებისა და კომერციული სერვისების შესახებ. მოსახლეობის დეტალური ინფორმირება სამედიცინო და ფსიქოლოგიურ პრობლემებთან გამკლავებისა და თვითდახმარების მეთოდებზე.

 

ყველა სამედიცინო სფერო ერთ ტალღაზე

პედიატრია, ხალხური მედიცინა, სპორტი, ჯანმრთელობა;
ესთეტიკური მედიცინა, ჯანდაცვის პროექტები სასჯელაღსრულების სისტემაში, პროფესიონალი ექიმების პორტფოლიო;
აუდიტორიის მიერ შერჩეული აქტუალური თემები და მათი განხილვა გადაცემების პირდაპირ ეთერში მხოლოდ პროფესიონალებთან ერთად.

საინტერესო და საჭირო რჩევები ჯანმრთელი ცხოვრებისთვის.

LIFE FM - შენი საიმედო კონსულტაცია FM სივრცეში.

 

მულტიმედია პლატფორმა 4U

რადიო არის მულტიმედია პლატფორმის 4U-ს ნაწილი. 

4U.ge წარმოადგენს უნიკალურ მულტიმედია ჯგუფს, რომელიც აერთიანებს რადიოებს JAKO FM, LIFE FM, შოკოლადი.

 

შესაბამისობის დეკლარაცია

პროგრამა